წესები და პირობები



მოგესალმებით Looow-ზე!


Looow არის მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად და მარტივად აუდიტორიას გაუზიარონ სასურველი ფრაზა, პოსტის სახით შესაბამის სურათთან ერთად.

Looow გთავაზობთ მობილურ აპლიკაციას Android-ისთვის და iOS-ისთვის, რომლებიც ოპერირებენ სახელწოდებით "Looow". ეს პირობები („პირობები”) ვრცელდება ყველა Looow სერვისის გამოყენებაზე.


Looow-ის აპლიკაციით სარგებლობით, მომხმარებელი ეთანხმება მოცემულ პირობებს და ვალდებულია დაიცვას ისინი.


Looow შეიძლება გამოყენებულ იქნას აპის უფასოდ ჩამოტვირთვით Google Play Store-დან ან Apple App Store-დან.


რეგისტრაციის წესები



Მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით.


აკრძალულია რეგისტრაციისთვის სხვისი პირადი ინფორმაციის გამოყენება.


აკრძალულია მომხმარებლის სახელში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება.


აკრძალულია სხვისი ფოტოების ან დისკრიმინაციული სურათების გამოყენება პროფილის სურათებად.



კონტრაქტის პირობები



Looow ზრუნავს, რომ კონტენტის მიწოდება მიზნობრივ აუდიტორიამდე მოხდეს სწორად და სწრაფად.


კონტენტს მომსახურების ხარისხსა და კანონიერებას Looow არ აკონტროლებს.


ნებისმიერი პიროვნება განათავსებს თავის პირად ინფორმაციას Looow-ზე საკუთარი არჩევანით.


კონტენტის Looow-ზე განთავსებით, მომხმარებელი თანახმაა, რომ ინფორმაცია ხელმისწავდომი იქნება ყველა სხვა მომხმარებლისთვის.


მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ აპლიკაციის გამოყენების პირობები.



პოსტები, სურათები და საავტორო უფლებები



თითოეული Looow-ი უნდა იყოს დაწერილი და შექმნილი მომხმარებლის მიერ.


კატეგორიულად აკრძალულია რაიმეს გამოქვეყნება, რაც:


  • არის უკანონო, უხამსი, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული
  • შეიცავს პორნოგრაფიულ სურათებს ან შინაარსს
  • არღვევს პირად უფლებებს
  • თავს ესხმის პირის ან ბიზნესის რეპუტაციას
  • განიხილება, როგორც შევიწროვება მასობრივი შეტყობინებებით (სპამი), ან სხვა სახის
  • შექმნილია Looow-ის ელექტრონულად გასატეხად ან ვირუსის გასავრცელებლად
  • შეიცავს სარეკლამო ინფორმაციას კომპანიის, ან მომსახურების გაწევის შესახებ
  • არის Looow-ზე მანამდე განთავსებული განცხადების დუბლიკატი (აკრძალულია ერთდროულად ერთი და იგივე შინაარსის განცხადების განმეორებით განთავსება)
  • შეიცავს მესამე წყაროდან ჩასმულ კოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება თანხის გამომუშავება
  • შეიცავს სხვა აპლიკაციიდან ან/და ვებგვერდიდან აღებულ სქრინებს, რომელზეც ლოგო ან რაიმე სამარკო ნიშანია აღნიშნული
  • შეიცავს უძრავი ქონების ყიდვა/ გაყიდვის შესახებ ინფორმაციას
  • შეიცავს ინფორმაციას ფარმაცევტული ნაწარმის შესახებ (მედიკამენტები)
  • შეიცავს ინფორმაციას ბუნებრივი ბეწვის შესახებ, ასევეგარეული ცხოველების რეალიზაციის შესახებ შინაარსის. 


ნებისმიერი ასეთი ქცევა ეცნობება შესაბამის ორგანოს და თქვენი ანგარიში დაიბლოკება.


Looow იტოვებს უფლებას წაშალოს პოსტი, გამორთოს ან წაშალოს ნებისმიერი მომხმარებლის ანგარიში.


მომხმარებელი უნდა ფლობდეს სურათებს, რომლებსაც იყენებს ან უფლებას გამოაქვეყნოს ისინი საავტორო უფლებების მფლობელისგან.


Looow იტოვებს უფლებას შეზღუდოს სურათების მაქსიმალური ზომა და შეცვალოს ან წაშალოს სურათები.



უფლებები და მოვალეობები



Looow არ არის მომხმარებელთა შორის გარიგების მონაწილე და არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლების ქცევაზე. Looow არ არის პასუხისმგებელი აპლიკაციაში განთავსებული კონტენტის შინაარსსა და სისწორეზე.


აპლიკაციაში განთავსებული ყველა ის პოსტი, რომელიც ეწინააღმდეგება წესებს, წაიშლება და მომხმარებლის ანგარიში დროებით დაიბლოკება.


Looow ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ აპლიკაცია იმუშავებს რეგულარულად და ტექნიკური პრობლემების გარეშე.



მონაცემთა დაცვა



თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კონფიდენციალურობის წესების სანახავად, იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.


პირობების დარღვევა



თუ ეს პირობები ირღვევა, Looow უფლებამოსილია დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებელი და წაშალოს მათი პოსტები და ამ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ნებისმიერი სხვა კონტენტი.


თუ მომხმარებელი მიიღებს მუდმივ აკრძალვას Looow-ის ყველა სერვისისგან, ყველა შესყიდვის პრემიუმ ფუნქცია წაიშლება კომპენსაციის გარეშე. თუ მომხმარებელი მიიღებს დროებით აკრძალვას, პრემიუმ ფუნქციებით სარგებლობის უფლება არ გაგრძელდება და ის დაკარგავს კომპენსაციის გარეშე.



პირობების შეცვლა



Looow იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები და პირობები. პირობების ცვლილებაზე მკაფიო მითითება არ მოხდება და, შესაბამისად, მომხმარებელმა პერიოდულად უნდა გადახედოს წესებს და პირობებს.

თუ მომხმარებელი არ ეთანხმება რაიმე ცვლილებას, მას შეუძლია დახუროს თავისი ანგარიში.